ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ჯილეხის დიაგნოზით 37 წლის ქალი მოათავსეს. ის ქუთაისში ზუგდიდიდან გადაიყვანეს.
მას ინფექცია ხელის მტევნიდან განუვითარდა. პაციენტს ანტიბიოტიკური თერაპია უტარდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქართველოში ჯილეხის 15-დან 60-მდე კანის ფორმა რეგისტრირდება.
როგორც დაავადებათა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ექიმისთვის დროულად მიმართვისა და მკურნალობის დაწყების შემთხვევაში, დაავადება სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს. სიცოცხლისათვის საშიში ის მხოლოდ დაგვიანებული მკურნლობის დროს ხდება.