ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში, რუსული მე-7 სამხედრო ბაზის სამხედროებისათვის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა სრუდება. განცხადება ამის შესახებ, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა იგორ გორბულმა გააკეთა.
„ივნისისამდე ბოლომდე აშენდება 19 ორსართულიანი სახლი, სადაც 300 ბინა იქნება განთავსებული. ეს საცხოვრებელი სახლები შენდება ისე, რომ ისინი 9 ბალიან მიწისძვრაზეც არიან გათვლილი",_ აცხადებს გორბული.
მისივე თქმით, მომდევნი წლის ზაფხულისათვი ასევე უნდა დასრულდეს ფიზკულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობა, რომელსაც ფეხბურთის საკუთარი მოედანი და ჩოგბურთის კორტი ექნება.
მათივე ინფორმაციით, ყველა ბინა ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის უზრუნველყოფილი იქნება. ამას გარდა, ყველა სახლში იქნება თანამგზავრული ტელევიზია, სატელეფონო კავშირი და ინტერნეტი.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს სამხრეთ ფედერალური ოლქის რუსული სამხედრო ბაზის დაახლოებით 100-მა სამხედრომ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო იპოთეკის პროგრამის ფარგლებში საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები შეიძინა.
შედეგად, 2012 წელთან შედარებით სამხედროთა რაოდენობა, რომლებიც აფხაზეთში ბინებს საკუთრებაში ფლობენ სამჯერ გაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები