დღეს, 16 მარტს, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და ცენტრის წარმომადგენლები ოზურგეთის რაიონის პედაგოგებს შეხვდებიან. შეხვედრის მიზანია, მასწავლებლებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდება. ცენტრის საგნობრივი ჯგუფების ექსპერტები პედაგოგებს პროფესიული უნარების, მათემატიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხოური ენების ტესტების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
13 მარტს, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი და ცენტრის წარმომადგენლები გორის # 3 საჯარო სკოლის შენობაში გორის რაიონის პედაგოგებს შეხვდნენ, 14 მარტს _ ზუგდიდის სკოლების პედაგოგებს, 15 და 16 მარტს კი აჭარის რეგიონისა და ოზურგეთის სკოლების წარმომადგენლებს ხვდებიან.