დღეს, 16 მარტს, აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები მუხათგვედრის ძმათა სასაფლაოზე განცხადებას გააკეთებენ. მათი განცხადება მიმართულია ქართველი პოლიტიკოსების რუსეთში გახშირებული ვიზიტების საპასუხოდ, რაც პოლიტიკოსების მიერ დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას შეურაცხყოფს.
მუხათგვედრის სასაფლაოდან ჯარისკაცთა ოჯახის წევრები გმირთა მოედნისკენ აიღებენ გეზს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.