დღეს, 16 მარტს, 13:30 საათზე, აფხაზეთისა და საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა გმირთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ და კიდევ ერთხელ პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას. 1993 წლის 16-17 მარტს აფხაზეთში, მდინარე გუმისტასთან საქართევლოს შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შემოტევა წარმატებით მოიგერიეს. ამ ბრძოლებს თავდადებული არაერთი მამულიშვილის სიცოცხლე შეეწირა.
15:00 საათზე კი მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ "მუზაში", 16-17 მარტის საბრძოლო ოპერაციისადმი მიძღვნილი თეატრალიზებული წარმოდგენა _ "მიტომ გაგვზარდა დედამა" გაიმართება. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. საღამოზე სამხედრო ოპერაციის მონაწილე ვეტერანები, აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები არიან მიწვეულნი.