დღეს, 16 მარტს, 15:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება "სახალხო დემოკრატების" ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, თბილისის მერობის კანდიდატი პრესკონფერენციაზე მედიის შესახებ ინიციატივას წარმოადგენს.
"ინიციატივა მედიისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. საუბარი იქნება პრეზიდენტის დისკრიმინაციული ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვით რეგიონალური და საერთოეროვნულ ტელევიზიებზე ფინანსური ამნისტია გავრცელდება", _ აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რეგიონული ტელევიზიებისთვის ფინანსური ამნისტიის ინიციატივით გამოვიდა.