დღეს, 16 მარტს, 13:00 საათზე, რუსეთთის ფედრაციასთან დიალოგის დაწყების საკითხებზე სასუბროდ პრაიმერის მომხრე პარტიები პროფკავშირების კულტურის სასახლეში შეიკრიბებიან. ამის შესახებ ზურაბ ნოღაიდელმა.
ნოღაიდელის თქმით, საქართველოში მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება რუსეთთან დიალოგის დაწყების გარეშე ვერ მოხერხდება.
"გავაგრძელებთ მოლაპარაკებას რუსულ საზოგადოებასთან და ხელისუფლებასთან საქართველოს გამთლიანების მიზნით; დავიწყებთ პირდაპირ დიალოგს სოხუმთან და ცხინვალთან; ვიზრუნებთ ერთი მხრივ, დევნილების დაბრუნებაზე საკუთარ სახლებში და მეორე მხრივ, ქართული პროდუქციის დაბრუნებაზე რუსულ ბაზარზე", - განაცხადა ნოღაიდელმა პრაიმერის მომხრე პარტიების სახელით.
პრაიმერის მომხრე პარტიები ხსენებულ საკითხებზე სასაუბროდ მოსახლეობას 13:00 საათზე პროფკავშირების კულტურის სასახლეში ეპატიჟებიან.