დღეს, 16 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისა და ევროპის კომისიის პრეზიდენტ ხოსე მანუელ ბაროზოს შეხვდება.
15 მარტს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ევროკომისრებს _ სიმ კალას (ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში), ანდრის პიებალგს (ევროკომისარი ევროპის განვითარების საკითხებში), გიუნტერ ოეტინგერს (ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში), კარელ დე გუჰტს (ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში) და შტეფან ფულეს (ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების და მეზობლობის პოლიტიკის საკითხებში) შეხვდა. საუბარი ვაჭრობის, ტრანსპორტის და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობას, ასევე ევროპულ კავშირებთან ურთიერთობის გაღრმავებას შეეხო. 15 მარტსვე გილაური ბელგიელმა კოლეგა ივ ლეტერმმა მიიღო.
გილაური ბელგიაში ოფიციალური ვიზიტით 14 მარტს გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი თბილისში 17 მარტს დაბრუნდება.