კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია "იმედს" საჯაროდ ბოდიშის მოხდა დააკისრა.
13 მარტს, ტელეკომპანიის ეთერში გასული მოდელირებული "ქრონიკის" გამო "იმედმა" სპეციალური დეკლარაცია უნდა გამოაქვეყნოს, რომელშიც აღიარებს, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს და ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიშს მოუხდის.
აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიამ დღევანდელ საგანგებო სხდომაზე მიიღო.
კომისიის სამართლებრივი რეგულირების უფროსის კახი ყურაშვილის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება თანაზომადი და პროპორციულია.
დეკლარაცია "იმედმა 5 დღის ვადაში უნდა გამოაქვეყნოს.