საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ყურადღება ისეთ რეალობას მიაპყრონ, როგორიცაა ქვეყნის ოკუპაცია, ეთნოწმენდა და რუსეთის მხრიდან ხელისუფლების დამხობისთვის დაწყებული ღია ქმედებები და არა თუნდაც ჟურნალისტიკური ეთიკის დარღვევით გაკეთებულ გადაცემას. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
"პრეზიდენტი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება მიაპყროს ისეთ რეალურ ქმედებებს, რომელიც საქართველოს მიმართ განხორციელდა. ეს არის ქვეყნის ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა, რუსეთის მიერ მედვედევი სარკოზის შეთანხმების შეუსრულებლობა და საქართველოს ხელისუფლების დამხობის მიზნით დაწყებული ღია ქმედებები, ასევე ე. წ. გავლენის სფეროების აღდგენის მცდლეობა და არა ისეთ ტელეგადაცემას როგორიც მოდელირებული ქრონიკა იყო რომელიც ტუნდაც ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევით გავიდა", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით პერზიდენტმა ქართველ ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ მოუწოდა საქმიანობას მეტი ყურადღება დაუთმონ და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები დაიცვან.