რუსთავში შიდა საქალაქო და თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ხაზებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს.
გადაწყვეტილება გაფიცულებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსთავის მერი მათ მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაჰპირდა.
მძღოლების განმარტებით, ქალაქის მერმა პრობლემების მოსაგვარებლად ორი დღე ითხოვა.
შეგახსენებთ, რომ მიკროავტობუსების მძღოლები გუშინ დილით გაიფიცნენ, რის გამოც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელი დღის განმავლობაში პარალიზებული იყო. ისინი საკრებულოს მიერ საკონკურსო წესის დამტკიცებას აპროტესტებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები