პარტია "მრეწველები" ცესკოს უნდობლობას უცხადებს და სიების მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი დარღვევების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
როგორც პარტიის ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომისია არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებითაც უნდა დაკომპლექტდეს და აღნიშნული საკითხის შესწავლა სწორედ მათი მონაწილეობით უნდა მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ "მრეწველები" სიების მონიტორინგის შედეგების შეჯამებას აგრძელებენ. როგორც გასული კვირის შედეგზე საუბრისას დღეს ტყემალაძემ აღნიშნა, სიებში კვლავ იქნა აღმოჩენილი არარსებული კორპუსები, მკვდარი სულები და კონკრეტულ ბინებში მიწერილი ათეულობით ადამიანი.
"ჩვენ ყველაფრის დამადასტურებელი საბუთი მაქვს. არსებობს, მაგალითად, 50 ბინიანი კორპუსების, რომლებშიც 60-70 ბინაა. ეს ხომ აბსურდია?"- განაცხადა ტყემალაძემ.