"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" "სპეციალური რეპორტაჟის" მოდელირებული გამოშვების გამო ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის გიორგი არველაძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
განცხადება პარტიის სახელით, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გურამ ჩახვაძემ გააკეთა.
"ეს იყო საზოგადოების აბუჩად აგდება და ქართველ ხალხზე განხორციელებული ტერორის ფაქტი. პოლიტიკურად კი ანტისახემწიფოებრივი ნაბიჯი. ჩვენი აღფოთების ადრესატი არის არა "იმედის" ჟურნალსიტები, არამედ არხის ხელმძღვანელობა. გიორგი არველაძემ სადაც ფეხი დადგა იქ ბალახი აღარ ამოსულა. აქედან გამომდინარე, მომხდარ ფატქზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებთ და მოვითხოვთ - როგორც მოიყვანეს არველაძე "იმედის" გენერალურ დირექტორად, ისე მოაშორონ ის ამ თანამდებობიდან", - განაცხადა ჩახვაძემ.
მისივე შეფასებით, "ასეთი გაუაზრებელი საქციელი ცუდი შედეგის მომტანია, რადგან ის ერთი მხრივ, წყალს ასხამს რუსეთის წისქვილზე და მეორე მხრივ, დიპლომატიური კუთხით ქვეყანას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს".