საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ იაპონიაში სამდღიანი არაოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი იაპონიის პარლამენტის წევრებს შეხვდა. მთავარი შეხვედრა ვაშაძემ იაპონელ კოლეგა კაცუია ოკადასთან გამართა.
ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პრესპექტივები იყო.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, იაპონური მხარე განსაკუთრებულ ინტერესს ენერგეტიკული სექტორისადმიც იჩენს.