რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი 19 მარტს, ეუთოს შტაბბინაში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის პრეზენტაციას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო მინისტრის აპარატში განუცხადეს, იაკობაშვილი ბრიუსელიდან 18 მარტს ვენაში გაემგზავრება, ხოლო 19 მარტს ეუთოს წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.
შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტის განხილვა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტი ქართულმა მხარემ ნატო-ს, გეროს და ვეროკავშირს უკვე გააცნო. აფხაზი და ოსი სეპარატისტები კი დოკუმენტის განხილვაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ.