აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დალილა ხორავა ლექსო ლაგვილავამ შეცვალა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ ახალი მინისტრი ჟურნალისტებსა და უწყების თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.
აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე, ლექსო ლაგვილავა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ქირურგიული განყოფილების უფროსად მუშაობდა.