აჭარაში, მდინარე აჭარისწყალში 2 ახალგაზრდა დაიხრჩო.
უბედური შემთხვევა ქედის რაიონში დღეს მოხდა. ლაშა სურმანიძეს ამ დრომდე ეძებენ.
14 წლის მოზარდი დეიდაშვილთან, 21 წლის ნინო ბერიძესთან ერთად სოფელ წონიარისში მიდიოდა, როცა დაკიდული ხიდის ნაწილი ჩაიმტვრა. გოგონას ცხედარი ადგილობრივებმა გამთენიისას იპოვეს. 14 წლის ლაშა სურმანიძის ძებნის პროცესში კი უკვე სამაშველო სამსახური ჩაერთო.