დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (თავმჯდომარე: ი. პეტრიაშვილი) და საქართველოს მომხმრებელთა ფედერაცია (თავმჯდომარე: მ. კოიძე) "მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით" აწყობენ ერთობლივ პრესკონფერენციას.
საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციამ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ 8 _ 12 მარტს განახორციელეს ერთობლივი პროექტი `მომხმარებელთა კვირეული~.
კვირეული ეძღვნებოდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება 15 მარტს.
პროექტის ფარგლებში ცხელი ხაზის მეშვეობით მოხდა მომხმარებელთა მოსაზრებების, წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების მიღება და აღრიცხვა.
პრესკონფერეციაზე ყურადღება გამახვილდება მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობა. წარმოდგენილი იქნება მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულში გამოვლენილი დარღვევების ფაქტები და ამოღებული უხარისხო პროდუქცია.