დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში H1N1 ვირუსის გავრცელების მეორე ტალღაც დასრულებულია.
ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის შოთა ცანავას განცხადებით, ვირუსის მეორე ტალღა პირველთან შედარებით მსუბუქი იყო.
"შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ე.წ. ღორის გრიპის მასიურად გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ვირუსის მეორე ტალღაც შეგვიძლია დასრულებულად გამოვაცხადოთ, თუმცა არ არის გამორიცხული, ინფიცირების ცალკეული შემთხვევები მაინც დაფიქსირდეს", - აცხადებს ცანავა.
მისივე განმარტებით, H1N1 ვირუსის გავრცელების საფრთხე ქვეყანაში შესაძლოა შემოდგომა-ზამთრის სეზონებისთვის ისევ გაჩნდეს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ღორის გრიპით ქვეყანაში ლაბორატორიულად 1287 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 33 ლეტალურად დამთავრდა.