საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს.
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ევროკომისრებს სიმ კალას (ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში), ანდრის პიებალგს (ევროკომისარი ევროპის განვითარების საკითხებში), გიუნტერ ოეტინგერს (ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში), კარელ დე გუჰტს (ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში) და შტეფან ფულეს (ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების და მეზობლობის პოლიტიკის საკითხებში) შეხვდება.
საუბარი ვაჭრობის, ტრანსპორტის და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობას, ასევე ევროპულ კავშირებთან ურთიერთობის გაღრმავებას შეეხება.
დღის მეორე ნახევარში გილაურს ბელგიელი კოლეგა ივ ლეტერმი მიიღებს.
ხვალ, 16 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუის და ევროპის კომისიის პრეზიდენტს ხოსე მანუელ ბაროზოს შეხვდება.
ნიკა გილაური ბელგიაში ოფიციალური ვიზიტით გუშინ გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი თბილისში 17 მარტს დაბრუნდება.