პარტია "მრეწველები" საარჩევნო სიების მონიტორინგს ეთიშებიან.
აღნიშნულის მიზეზი სიების მონიტორინგის პროცესის ვადის გახანგრძლივების თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.
"სიების მონიტორინგის პროცესის ვადის გადადება გამოიწვევს იმას, რომ ცესკო საოლქო კომისიებს ამომრჩეველთა სიებს კანონით გათვალისწინებულ ვადაში ვერ გადაუგზავნის და თუ გადაუგზავნის, მასში მოგვიანებით ჩასწორებების შეტანა გახდება საჭირო. ეს გამოიწვევს ისეთ ქაოსს, როგორიც წინა წლებში იყო", - განუცხადა ტყემალაძემ ჟურნალისტებს.
აღსანიშნავია, რომ "მრეწველები" საარჩევნო სიების მათ მიერ განხორციელებული მონიტორინგის ბოლო შედეგებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.
შეგახსენებთ, რომ სიების მონიტორინგის პროცესი დღეს უნდა დასრულებულიყო, თუმცა "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივის საფუძველზე, პარლამენტმა შესაბამისი ვადა 30 აპრილამდე გადასწია.