დღეიდან საქართველოში ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი.
გარამოს დაცვის სამინისტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, ძლიერ წვიმებათან დაკავშირებით ასევე მოსალოდნენლია მდინარეებში წყლის ნიშნულის მომატება.
სინოპტიკოსების განცხადებით, ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოთოვს, ხოლო ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცემა.
"დღევანდელ ამინდს სამხრეთიდან შემოსული თბილი და დასავლეთიდან ცივი მასების თანხვეხდრა განაპირობებს. ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დასავლეთის ძლიერი ქარი 17-22 მ.წმ-ში. იქროლებს", - აცხადებენ მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში.
ცვალებადი ამინდი 19 მარტამდე შენარჩუნდება.