დღეს, 15 მარტს, 13:00 საათზე, პრაიმერის ინიციატორი პარტიების ლიდერები მოდელირებულ "ქრონიკასთან" დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ოფისში ექვსი პარტიის ლიდერი ერთობლივ ბრიფინგს გამართავს.
განცხადებას გააკეთებენ _ "კონსერვატიული პარტიის", "ხალხის პარტიის", "მამულიშვილთა პარტიის", "მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის", მოძრაობა "ქრისტიანული საქართველოსა" და "მომავლის პარტიის" ლიდერები.