დღეიდან, 15 მარტიდან, საპარლამენტო კომიტეტებში დიზაინის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყება. კანონპროექტის თანახმად, დიზაინზე საკუთრების უფლება დაცული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ის "საქპატენტში" იქნება რეგისტრირებული. მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი ასევე განსაზღვრავს დიზაინის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს, ასევე, დიზაინის რეგისტრაციიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების ფარგლებს და ა.შ
თუ პირი საკუთარი პროდუქტის დიზაინს "საქპატენტში" დაარეგისტრირებს, მასზე სპეციალური მოწმობა გაიცემა. წარმოდგენილი პროექტით, "საქპატენტში" დიზაინის დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება ერთი ან რამდენიმე ხუთწლიანი პერიოდით, მაგრამ არა უმეტეს. 25 წლისა.
დიზაინის, როგორც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმების შექმნას, მთავრობის კანცელარიის მრჩეველთა ჯგუფისა და "საქპატენტის" მიერ შემუშავებული პროექტი ითვალისწინებს, რომელსაც ხვალ საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ.
რეგისტრირებული დიზაინის გამოყენებაზე მის მფლობელს კერძო ლიცენზიის გაცემაც შეეძლება.