დღეს, 15 მარტს, 14 საათზე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პრესამსახურიდან აცნობეს, რა ხარვეზებია სამომხმარებლო ბაზარზე და რამდენად ხშირად ირღვევა მომხარებელთა უფლებები - ამ თემაზე სპეციალური კვლევა ჩატარდა. ერთი კვირის განმავლობაში სპეციალისტები ბაზრებსა და მაღაზიებში არსებულ ვითარებას სწავლობდნენ.
პრესკონფერენციაზე წარმოდგენლი იქნება ამოღებული პროდუქცია: მათ შორის მავნე საკვები., პრდუქტები რომლებზეც მითითებული არ არის ვარგისიანობის ვადა და შემდგენლობა და ა.შ.