გუშინ, "იმედის" ეთერში გასულ "იმიტირებულ ქრონიკა" საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დაგმო და ახალი ამბების იმიტირებას უზნეობა უწოდა.
პატრიარქის განცხადებით, აღნიშნული გადაცემა მთელი ერისა და ჯარის შეურაცყოფაა. ილია მეორემ ხელისუფლებას თხოვნით მიმართა გააკონტროლოს ეთერში გასული მასალებ,ი რათა მსგავსი შემთხვევები აღარ გამეორდეს
"მინდა ვთხოვო ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ამ მოვლენებს. არ შეიძლება, რომ ესა თუ ის არხი უკონტროლო იყოს. ასეთი უმსგავსობა არ უნდა გადაიცემოდეს. გუშინ ხალხმა მიიღო გადაცემა, როგორც სინამდვილე და თუ მართლა მოხდება მსგავსი რამ ხალხი აღარ დაიჯერებს. ამ გადაცემით შეურაცყოფილია ყოველი ადამიანი და ქართული ჯარი", - განაცხადა პატრიაექმა.