გუშინ, "იმედის" ეთერში გასული მოდელირებული ქრონიკის წინააღმდეგ ვარდების მოედანზე, სასტუმრო რედისონის წინ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის საპროტესტო აქცია დასრულდა. აქცია მოძარობა "7 ნოემბერის" ორგანიზებით გაიმართა.
მომიტინგეებმა იმ პირების პასუხისმგებლობის დაყენება მოითხოვეს, რომლებმაც გადაცემის მოზადებაში მიიღეს მონაწილეობა.
"ეს იყო ტერორისტული აქტის ჩვენს გონებასა დატვინებზე და ამას ვაპროტესტებთ. დღევანდელი აქცია არის გუშინდელი მიტინგის გაგრძელება, რომელიც ტელეკომპანია იმედთან გაიმართა. იქვე ყოველგვარი დაგეგმის გარეშე გადაწყდა, რომ დღევანდელი აქცია გამართულიყო", - განაცხადა მოძარობა "7 ნოემბერის" წევრმა დაჩი ცაგურიამ.