"ლეიბორისტული პარტია" გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას სთხოვს.
ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გუშინ გასული "მოდელირებული ქრონიკის" გამო ჰააგის "ტრიბუნალის ფორმატში მიხეილ სააკაშვილის, ასევე, მის თანამზრახველთა პასუხისგებაში მისაცემად სპეციალური პროკურორის გამოყოფის თხოვნით "ლეიბორისტებმა" გაეროს დღეს მიმართეს.
ამასთან, შრომის პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს მეგობარ დემოკრატიულ ქვეყნებს საქართველოდან თავიანთი ელჩების გაწვევისა და სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებამდე დიპლომატიური ურთიერთობების დესპანების დონეზე დაყვანისკენაც მოუწოდებს.
"სევე კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყონებლივ დაიხუროს ტელეკომპანია "იმედი" და დაუბრუნდეს იგი კანონიერ მეპატრონეს - პატარკაციშვილების ოჯახს... "იმედზე" გასული სიუჟეტი იყო მიხეილ სააკაშვილის დირიჟორობით გასული სიუჟეტი საქართველოს ოკუპაცია-ანექსიაზე, რომელიც წარმოადგენდა ქართველი ხალხის სულში მორიგ ჩაფურთხებას, უმძიმეს სისხლის და საერთაშორისო დანაშაულთა კასკადს საქართველოს მოძალადე პრეზიდენტისა და მისი ბანდის მრავალწლიანი დანაშაულებრივი ქმედებების ისტორიაში... გუშინდელმა სიუჟეტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ქმედუუნარო პრეზიდენტი და არ შეიძლება მისი პრეზიდენტად დატოვება. ნათელაშვილმა ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდა, იმუშაონ სააკაშვილის გადაყენების გლობალურ ამოცანაზე და არ დახარჯონ დრო ადგილობრივი არჩევნებისთვის", - განაცხადა ნათელაშვილმა.