საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა საქართველომ მოახერხა დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. პრეზიდენტის თქმით სწორედ ამას ვერ "გვპატიობს" რუსეთის ფედერაცია.
"საქართველს მრავალეთნიკურმა საზოგადოებამ გაუძლო წარმოუდგენელ გამოცდას იმიტომ, რომ არის გამბედავი და იცის შავის და თეთრის განსხვავება. ჩვენ გავუგეთ თავისუფლებას გემო და შევქმენით დემოკრატიული ქვეყანა. პირველად 500 წლის განმავლობაში ჩვენ ავაშენეთ კავკასიაში ნამდვილი სახელმწიფო. ამას ყველაზე მეტად არ მოელოდა ყოფილი იმპერია, ეს არის ყველაზე დიდი ჩვენი კოზირი, მაგრამ სწორედ ამის გამო ვისჯებით. მიუხედავდ უამრავი მცდელობებისა ამას ვერაფერი მათი მხრიდან ვეღარ გადაფარავს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის პირველმა პირმა სოფელ რაჭისუბანში "სოფლის პროგრამის" განვითარების ფარგლებში გარემონტებული კლუბი მოინახულა, აღნიშნული განცხადება სააკშვილმა რაჭისუბანში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა.