პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნინო ბურჯანაძეს პატივს საქართველოში არასდროს არავინ მიაგებს.
"ტელევიზიით ვნახეთ ქალბატონი ნინო ბურჯანაძის განცხადება, რომელიც რიხით ამტკიცებდა, რომ გუშინდელი რეპორტაჟით (ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასული იმიტირებული "ქრონიკა") მისი პატივი და ღირსება შეილახა. მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლის სისხლში ამომსვრელის ხელის ჩამომრთმეველს არ შეიძლება გააჩნდეს ღირსება და მას პატივს საქართველოში არასდროს არავინ მიაგებს", - განაცხადა პრეზიდენმა დღეს ბოლნისში სტუმრობისას.
"არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ სჯობს იცოდეთ: ჩვენ ორ ღირსებააყრილ ქართველთან (ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი) შეხვედრის შემდეგ, პუტინმა ერთ-ერთ დახურულ თათბირზე განაცხადა, რომ ქართველებს დიდხანს არაფერზე კონცენტრირება არ შეუძლია სიმღერისა და ცეკვის გარდა. ესაა შედეგი ამ ყველაფრისა - რუსეთში ვიზიტებისა და პუტინთან შეხვედრისა", - განმარტა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები