ევრომაიდანელების ფორუმმა მხარი დაუჭირა დეპუტატ ანატოლი გრიცენკოს მოწოდებას მაიდანის დაცვისათვის პატრულოირების დროს ლეგალურად არსებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ. ამ განაწყვეტილებას ევრომაიდანების საერთოუკრაინულ კონფერენციაზე ყველამ თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
გლიცენკომ მოუწოდა ყველას, ვისაც აქვს ლეგალური იარაღი გამოვიდეს მაიდანის დაცვისათვის და ქუჩების პატრულირება დაიწყოს - სახალხო დეპუტატებს, შეიარაღებული ძალების ვეტერანებს, ავღანელებს, მშვიდობისმყოფელებს და დაცვის კერძო სამსახურებს.
„იარაღი მხოლოდ საპასუხოდ უნდა იქნეს გამოყენებული, თუ ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე ემუქრება. მე ამას პირველი გავაკეთებ",_ აცხადებს პოლიტიკოსი და აღნიშნავს, რომ თავად იარაღს ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები