კიევის საავადმყოფოში, 22 იანვარს გრუშევსკის ქუჩაზე მძიმედ დაჭრილი რომან სენიკი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ პარტია „სვობოდას" ლვოვის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ირინა სეხმა გაავრცელა.
„მისი ჭრილობები ძალიან მძიმე იყო. ექიმები რამდენიმე დღე იბრძოდნენ მისი გადრჩენისათვის. მისთვის ხელის ამპუტაციაც კი გახდა საჭირო", _ აცხადებს სეხი.
რომან სენიკი 45 წლის იყო.
მასალის გამოყენების პირობები