საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი დავოსში გრძელდება. პრემიერი Møller-Maersk -ის აღმასრულებელ დირექტორს, ნილ ანდერსენს შეხვდა
Maersk ჯგუფი შედგება კომპანიათა ქსელისაგან, რომლებიც მოღვაწეობს საზღვაო გადაზიდვებისა და ენერგეტიკის ორი ძირითადი მიმართულებით.
Maersk ჯგუფს აქვს ბიზნესის ოთხი ძირითადი მიმართულება, რომელიც მოიცავს Maersk ხაზს, APM ტერმინალს, Maersk ნავთობსა და Maersk ბურღებს.
ამ და რამდენიმე სხვა კომპანიაში, ჯგუფს ჰყავს დაახლოვებით 121,000 დაქირავებული თანამშრომელი და 2012 წელს მისი შემოსავალი შეადგენდა 59 მლრდ ამერიკული დოლარს. ის არის მსოფლიო საპორტო ოპერაციების წამყვანი კომპანია.
APM Terminals მართავს ტერმინალთა გლობალურ ქსელს, რომელიც მოიცავს 20,000 დაქირავებულ თანამშრომელს 68 ქვეყანაში; მას აქვს თავისი წილი 74 პორტში და ტერმინალურ ობიექტებში, ახორციელებს 160-ზე მეტ ოპერაციას სახმელეთო მომსახურების სფეროში.
2013 წელს APM Terminals დასახელდა Containerization International-ის მიერ მომდევნო წლის "წლის საერთაშორისო ტერმინალ ოპერატორად" და ასევე დასახელდა ლოიდის List Asia Awards-ის "Port Operator Award" გამარჯვებულად .