ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინაში უკვე 12 რეგიონია აჯანყებული. იქ საოლქო-საქალაქო ადმინისტრაციის შენობები აქციის მონაწილეების მიერ ან ხელშია ჩაგდებული ან ბლოკირებულია და მათზე იერიშები მიაქვთ.
საოლქო-საქალაქო ადმინისტრაციის შენობები მომიტინგეების მიერ ხელში ჩაგდებულია უკრაინის ხუთ რეგიონში. მათ შორის არის ლვოვის, ტერნოპოლის, ივანო-ფრანკოვსკის, როვენსკის და ხმელნიცკის ოლქებში.
საოლქო-საქალაქო ადმინისტრაციის შენობები ალყაშემორტყმული და ბლოკირებულია: ვოლინსკის, ჩერნოვიცკის, ვინიცკის, ვოლინსკის, ჯიტომირსკის, კიევის, ჩერკასსკის და სუმკის ოლქებში.