დღეს, 14 მარტს, რესპუბლიკის მოედანზე ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება.
მიტინგი აღნიშნული არხის ეთერში გუშინ, 13 მარტს გასულ იმიტირებულ "ქრონიკას" უკავშირდება და მისი ორგანიზატორი მოძრაობა "7 ნოემბერი" იქნება.
როგორც მოძრაობის წარმომადგენელმა დაჩი ცაგურიამ გუშინ, "იმედის" შენობასთან მისვლისას განაცხადა, რესპუბლიკის მოედანზე საზოგადოება აღნიშნულ გადაცემასთან დაკავშირებით საკუთარ პროტესტს 16:00 საათზე დააფიქსირებს.
მასალის გამოყენების პირობები