დღეს, 14 მარტს, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გალის რაიონის სკოლების პედაგოგებსა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრა ზუგდიდის თეატრის შენობაში გაიმართება და მასზე მიმინოშვილი აბიტურიენტებს 2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ სიახლეებს გააცნობს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოველწლიურად გადასცემს გალის რაიონის აბიტურიენტებსა და სკოლებს ცენტრის მიერ გამოცემულ დამხმარე კრებულებს.
ამასთან, 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაციას ცენტრი 22 მარტს დაასრულებს.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები რეგისტრაციას საკუთარ სკოლებში გაივლიან, სკოლადამთავრებულები – რესურსცენტრებსა და სარეგისტრაციო პუნქტებში.
მასალის გამოყენების პირობები