საქართველოს სურვილი აქვს, რომ 2015 წელს EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრას თბილისმა უმასპინძლოს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სუმა ჩაკრაბატს უკვე შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტები, რომელსაც EBRD-ი საქართველოში აფინანსებს, წარმოადგენს გადამწყვეტ როლს საქართველოს შემდგომი განვითარებისათვის.
შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა 2015 წელს თბილისში ჩატარდეს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა, რომელის იქნება შესაძლებლობა საქართველოში ინვესტიციათა ახალი ნაკადის მოსაზიდად.
მასალის გამოყენების პირობები