რუსეთის დუმა ტიაგნიბოკისა და იაცენიუკის პერსონა ნონ-გრატებად გამოცხადებას აპირებს. რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა იან ზელისნსკიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სახელზე მიმართვა დაწერა თხოვნით, ჩართოს პერსონა ნონ-გრატების ნუსხაში ევრომაიდანის რამდენიმე მონაწილე, კერძოდ პარტია „სვობოდას" ლიდერი ოლეგ ტიაგნიბოკი და „ბატკივშინას" ლიდერი არსენიი იაცენიუკი ჩართონ. ინფორმაცოას ამის შესახებ „იზვესტია" ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დუმას უკვე მიღებული აქვს განცხადება, რომლის მიხედვითაც ისინი პრეზიდენტ იანმუკოვიჩის პოლიტიკას მხარდაჭერას უცხადებენ.