31 იანვარს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ექსპერიმენტალური სცენაზე სპექტაკლის „7+1" პრემიერა გაიმართება.
ლაშა ბუღაძის პატარა პიესების მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა გოგა ქაჩიბაიამ დადგა. სპექტაკლში აღწერილია მოქმედი გმირების სიყვარულის ისტორიები, ვნებები, ღალატი და ოცნებები, ტყუილი და იმედგაცრუება.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები:ნინო ლეჟავა, თამარ ტყემალაძე, ხატია მელქაძე, მერაბ ბრეკაშვილი, პაატა მხეიძე, გიორგი მაისურაძე, თამარ ლორთქიფანიძე, ნინო კიკაჩეიშვილი, ლაშა გრძელიძე, გიორგი კაჭახიძე, ნინო ლორთიფანიძე, სოფო ახუაშვილი,კახა ჭოლაძე, ასმათ ქურციკიძე, გია გოგიშვილი, ვასილ ამურველაშვილი, სოფო ფერაძე, სალომე წურწუმია.
სპექტაკლის საპრემიერო წარმოდგენები მოზარდმაყურებელთა თეატრში 1-ელ და 2 თებერვალს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები