ევროკავშირი მზადაა უკრაინის ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგს ხელი შეუწყოს და კიევში ევროკავშირის კომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გაფართოების საკითხებში შტეფან ფულესა და უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკურ საკითხებში ქეტრინ ეშტონს აგზავნის.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია, ბრიუსელში მყოფ საკუთარ კორესპოდენტზე დაყრდენობით ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ბაროზუმ უთხრა ნატონ იანუკოვიჩს, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგის მხარდაჭრისა და დაძაბულობის განმუხტვის ხელშწყობისათვის და შესთავაზა, რომ ევროკავშირის კომისარი შტეფან ფულე კიევში 24 ინავარს ჩავიდეს , ქეტრინ ეშტონი კი მომდევნო კვირას", _ განაცხადა ევროკომისიის წარმომადგნელმა ოლივიე ბაიიმ ვრიუსელში მოწყობილ პრესკონფერენციაზე.
შტეფან ფულე სავარაუდოდ კიევში 24-25 იანვარს ჩავა. ის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.