მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის 2,1 მლნ ლარი გამოიყოფა. როგორც მთავრობის № 36 განკარგულებაშია აღნიშნული, ევ¬როატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუფერხე¬ბე¬ლი და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით, სათანადო ღონისძიებების მაღალ დონეზე მომზადებისათვის აუცილებელი მომსახურების შეძენის ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 201 4 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოუყოს 2,1 მლნ ლარი.
მასალის გამოყენების პირობები