დღეს, 24 იანვარს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში ზურაბ ქარუმიძესთან შეხვედრა გაიმართება.
ღონისძიებას ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი გაუძღვება. შეხვედრაზე იქნება საუბარი ლიტერატურაზე, ზურაბ ქარუმიძის წერის სტილსა და რომანის წერის სირთულეებზე, მუსიკაზე და პოსტმოდერნზე და ყველაფერზე, რასაც ლიტერატურა ქვია.
ზურაბ ქარუმიძე ავტორია რომანებისა „თხა და გიგო", „ღვინომუქი ზღვა" , ასევე არაერთი მოთხრობების კრებულის. რამდენიმე წლის წინ გამოიცა ზურაბ ქარუმიძის წიგნი „ჯაზის ცხოვრება".
ზურაბ ქარუმიძის მოთხრობები 90-იან წლებში თავად ავტორმა თარგმნა ინგლისურად და გამოიცა ამერიკაში, ასევე საინტერესოა ზურაბ ქარუმიძის ესეები.