დღეს, 24 იანვარს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში სამხატვრო აკადემიის რექტორის თინათინ კლდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით ,,ელეგია" გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება თექასა და ბატიკაში შესრულებული ნამუშევრები, რომელიც ერთი მხატვრული კონცეფციითაა გაერთიანებული. ელეგია, როგორც მხატვრული ლირიკული ფორმა, რომანტიული სევდის, სინანულის სინონიმად იქცა.
თინათინ კლდიაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა 1998 წელს თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნა. თინა კლდიაშვილი მუშაობდა ფერწერასა და გრაფიკაშიც. მისი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ძალისხმევით სამხატვრო აკადემიის ტერიტორიაზე შეიქმნა ტრადიციული ლურჯი სუფრის სახელოსნო, რამაც აღადგინა ლურჯი სუფრის დამზადების ძველი ქართული ტექნოლოგიური პროცესი.
გამოფენა 10 თებერვლამდე გასტანს.