უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზუს პირობა მისცა, რომ უკრაინაში საგანგებო მდგომარეობას არ გამოაცხადებს.
განცხადება ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ოლივიე ბაიიმ გააკეთა, მაშინ როდესაც პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაციას აწვდიდა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ბრიუსელში საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არ ითვალისწინებს",_ განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.