ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ევროსთან მიმართებაში კი ისევ დაეცა. ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, რომელიც ძალაში 24 იანვრიდან შევა ლარი დოლართან მიმართებაში 0.0017 პუნქტით გამყარდა და 1 დოლარის ფასმა 1.7800 ლარი შეადგინა. 23 იანვრის მონაცემებით კი 1 დოლარის ღირებულება 1.7817 ლარი იყო.
სებ-ის ინფორმაციით, ლარი 0.0133 პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. უფრო კონკრეტულად კი 24 იანვრის ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.4263 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 23 იანვრის მონაცემებით 1 ევროს ფასი 2.4130 ლარს შეადგენდა.
მასალის გამოყენების პირობები