საპროტესტო აქციის მონაწილეთა ზეწოლის ქვეშ ლვოვის გუბერნატორმა ოლეგ სალომ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ლვოვის საქალაქო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი მივიდა. ისინი შენობაში შეიჭრნენ და გუბერნატორთან შეხვედრას მოითხოვდნენ.
ოლეგ სალო, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა მომიტინგეებთან გამოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები