ლვოვში ევრომადანის მონაწილეებმა და მოქალაქეებმა საქალაქო ადმინისტრაციის შენობა ჩაიგდეს ხელში. ისინი შენობასთან უკრაინაში გამოცხადებული საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მივიდნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შემდეგ ისინი მასობრივად შევიდნენ შენობაში იმისათვის რათა ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სალო ენახათ.
მათ სალოს განუცხადეს, რომ ხელისუფლებას „საკუთარ ხელში იღებენ" და „შენობის ბლოკირებას გააგრძელებენ".
ამჟამად საქალაქო ადმინისტრაციის წინ მდებარე მოედანი ხალხითაა სავსე. ისინი სკანდირებენ „შევდივართ!" „რევოლუცია!" და მოუწოდებენ ერთმანეთს სიმშვიდე შეინარჩუნონ და შენობა არ დააზიანონ.
აქციის მონაწილეთა საინიციატივო ჯგუფმა გამოაცხადა, რომ ისინი საქალაქო ადმინისტრაციის შენობის ბლოკირებას მოახდენენ და ხელისუფლებას საკუთარ ხელში იღებენ.
ლვოველ აქციის მონაწილეებს პარტია „უდარის"-ს წარმომადგენელი, საოლქო საბჭოს წევრი ოქსანა იურინეცი და ლვოვის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვალერი პიატაკი ხელმძღვანელობენ.
მასალის გამოყენების პირობები