უკრაინის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ აქვს უფლება მაიდანის ულტიმატუმები შეასრულოს. გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტი"-სათვის მიცემულ ინტერვიუში აზაროვი აცხადებს, რომ ხელისუფლებას რომელიც ხალხმა აირჩია, ულტიმატუმების შესრულების უფლება არ აქვს.
„რომელ ხელისუფლებას აქვს ულტიმატუმების შესრულების უფლება? ხელისუფლებას რომელიც ხალხმა აირჩია ულტიმატუმების შესრულების უფლება არ აქვს. იმიტომ, რომ ხალხმა ხმა მისცა აბსოლუტურად სხვა პროგრამას. სად წერია პროგრამაში, რომლითაც იანუკოვიჩი და ჩვენი პარტია არჩევნებზე მიდიოდა, რომ ჩვენ ულტიმატუმები უნდა შევასრულოთ?", _ იკითხა აზაროვმა.
პირიქით, ხელისუფლება რომელიც მათი მოთხოვნების შესრულებას დაიწყებდა ამით აჩვენებდა იმას, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება.
„ამიტომაც ერთადერთი საშუალება მივიყვანოთ სიტუაცია ნორმალურ დემოკრატიულ პროცესამდე ეს არის დაჯდე მოლაპარაკებების მაგიდასთან და პროფესიონალურ დონეზე განიხილო ყველაფერი", _ განაცხადა აზაროვმა.