ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია OAO LUKOIL-ის-დამფუძნებლებს შეხვდა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანია OAO LUKOIL-ის-დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს ვაგიტ ალეკპეროვს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას, ხოლო აღიარებული და სანდო საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტია, განსაკუთრებით ისეთ სტრატეგიულ სექტორში, როგორსაც ლოგისტიკაა.
მასალის გამოყენების პირობები