უკრაინის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი მიიჩნევს, რომ კლასიკური გაგებით პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში არ არის. ეს განცხადება მან გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტი"-სთან საუბარში გააკეთა.
„კლასიკური განსაზღვრებით პოლიტიკური კრიზისი არის როდესაც ქვეყანაში ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს მუშაობის საშუალება არ აქვს. როდესაც არ მუშაობს მთავრობა, პრეზიდენტი ვერ ასრულებს თავის უფლება-მოვალეობებს და საკანონმდებლო ხელისუფლებაც უმოქმედოა. კლასიკური გაგებით, ჩვენთან კრიზისი არ არის", _ აცხადებს აზაროვი.
მისივე თქმით, მთავარი გართულება მდგომარეობს იმაში, რომ ოპოზიციამ მიზნად დაისახა უკვე ახლა დაიწყოს საპრეზიდენტო კამპანია.
„ის იბრძვის ხელისუფლებისათვის და იყენებს აბსოლუტურად ყველა საბაბს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაძაბოს სიტუაცია და პოლიტიკური ქულები დააგროვოს", _ განაცხადა უკრაინის პრემიერმა.
მისივე თქმით, მათ რომ თვალები გაეხილათ და კარგად ენახათ თუ რა ხდება ქვეყანაში, „გასულიყვნენ მაიდნიდან, ისინი დაინახავდნენ, რომ კიევსა და ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება მიდის".
მასალის გამოყენების პირობები